დასახელება: ოპერაცია მკვდარი თოვლი ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო, კომედია, საშინელება, წელი: 2009 პროდიუსერი: ტომი ვირკოლა ენა: რუსული როლებში: შარლოტა ფროგნერი, ორიან გამსტი, სტიგ ფროდე ჰენრიკსენი, ვეგარ ჰოელი, ჯინ ლოურსენი
მოკლე შინაარსი: მედიკოსი სტუდენტებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი რამოდენიმე დღით დასასვენებლად მთებში მიემგზავრება... მაგრამ დასვენების, გართობის და იდილიური ნორვეგიული პეიზაჟებით ტკბობის ნაცვლად ისინი საშინელ სიზმარში ხვდებიან: სტუდენტებს სიცოცხლისთვის ბრძოლა ომის დროს დაკარგულ გერმანელთა რაზმთან უწევთ, რომლებიც ახლა ზომბებად გადაიქცნენ.
დასახელება: უიღბლო ჯარისკაცები ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო, კომედია, წელი: 2008 პროდიუსერი: ბენ სტილერი ენა: რუსული როლებში: ბენ სტილერი, ჯეკ ბლეკი, რობერტ დაუნ უმცროსი, ნიკ ნოლტი, სტივ კუგენი
მოკლე შინაარსი: კამერა. მოტორი. დავიწყეთ! ტროპიკული ჯუნგლების რეალურ სამყაროში მაღალბიუჯეტიან ბლოგბასტერს იღებენ. სიუჟეტი ომზეა და მასში მონაწილეობას ძალიან ცნობილი ვარსკვლავები იღებენ. მათ შორის არიან: ცნობილი ბოევიკების გმირი, ტუალეტის იუმორის მასტერი, შავკანიანი რეპერი ალპა ჩინო და ყველა კინოპრემიების მფლობელი, რომელმაც გადაღებებისთვის კანი შავ ფერად გადაიღება. როდესაც პროდიუსერებს უმთავრდებათ ფული და გადაღებები ჩერდება - მსახიობებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ამიტომაც ისინი ცარიელი ტყვიებით ებრძვიან კბილებამდე შეიარაღებულ ბანდიტებს…
დასახელება: სუში გოგო ჟანრი: კომედია, მელოდრამა, წელი: 2008 პროდიუსერი: რობერტ ალან პარკერი ენა: რუსული როლებში: ბრიტანი მერფი, ტემი ბლანჩარდი, გებრიელ მანი, ცუტამუ იამაზაკი, კაორი მომოი
მოკლე შინაარსი: ბოიფრენდის ღალატით გულნატკენი ები თვითნაც ვერ მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ტოკიოში. მარტოსული და უცხო ქალაქში დაკარგული გოგონა სახლში დაბრუნებას ცდილობს. ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთული ები მალე დაძლევს ღალატის ტკივილს და ცხოვრების "ახალი ფურცლიდან" დაწყებას ცდილობს...
მოკლე შინაარსი: მოზარდები გადაწყვეტენ მეგობრების შეშინებას ჰელოუინის ღამეს. ამისთვის ისინი ქალაქის განაპირას მდებარე მიტოვებულ სახლში მიდიან, სადაც მათ ელით შეხვედრა ამ ადგილის ქალაქურ ლეგენდასთან "დამცველის" შესახებ...
დასახელება: წაკითვისთანავე დაწვით ჟანრი: კომედია, წელი: 2008 პროდიუსერი: ეტან კოენი, ჯოელ კოენი ენა: რუსული როლებში: ჯორჯ კლუნი, ფრენსის მაკდორმანდი, ჯონ მალკოვიჩი, ტილდა სვინტონი, ბრედ პიტი, რიჩარდ ჯენკინსი
მოკლე შინაარსი: ცებტრალური დაზვერვის აგენტს - ოზის სამსახურიდან ათავისუფლებენ. კრიზისის დაძლევას ის მემუარების წერით გადაწყვეტს, რომელშიც დაზვერვის საიდუმლო ინფორმაციაც უნდა შევიდეს. თუმცა ოზი სპორტული დარბაზის გასახდელში იმ დისკს დაკარგავს რომელზეც ეს საიდუმლო ინფორმაცია არის შენახული. ამ დისკს კი თავქარიანი ტრენერი ჩედი და მისი მეგობარი ლინდა პოულობენ. მეგობრები ყოფილი აგენტის დაშანტაჟებას გადაწყვეტენ...
მოკლე შინაარსი: ნეით ჯონსონი დიდ ოჯახურ დღესასწაულს აწყობს. ცოლთან და შვილებთან ერთად ის დიდი მოგზაურობისთვის ემზადება. მანქანას ქირაობს და მსოფლიოს დალაშქვრას აპირებს. კურიოზებით აღსავსე მოგზაურობა სტარტს იღებს და მხიარული თავგადასავლებიც იწყება...
დასახელება: უცნაური წყვილი (ინდური) ჟანრი: კომედია, წელი: 2008 პროდიუსერი: შაჰინ კხოტი ენა: რუსული როლებში: მალიკა შერავატი, რანვირ შორი, ბხარატი აჩრეკარი, ზეენატ ამანი, ტინუ ანანდი
მოკლე შინაარსი: უცნაური წყვილი – კაბირი და კუხუ, ერთმანეთს ზედმეტად კარგად უგებენ. უზრუნველი ახალგაზრდები დიდ დროს გართობას უთმობენ. მერე რა, რომ კაბირი უკვე მეოთხედ ჩაიჭრა გამოცდებზე და კუხუსაც დალევა უყვარს. საერთო ბევრი აქვთ და რაც ყველაზე მთავარია კაბირს გოგონა თავდავიწყებით უყვარს.
დასახელება: ფრანკენჰუდი ჟანრი: კომედია, წელი: 2009 პროდიუსერი: ბლექსველ სმარტი ენა: რუსული როლებში: დერეი დევისი, ჯასპერ რედი, ჩარლზ მერფი, ბობ საპი, დრიუ სიდორა
მოკლე შინაარსი: მორგის თანამშრომლები გადაწყვიტავენ ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, ჯგუფში მესამეც სჭირდებათ. ვინ იქნება მესამე? მორგის გამოჯანმრთელებული კლიენტი? არც ესაა გამორიცხული?
მოკლე შინაარსი: წარმატებული ადვოკატი მონაკოში ჩამოდის სასამართლოზე კლიენტის დასაცავად... მაგრამ სამუშაოზე ფიქრი წარმოუდგენელია: მას საბედისწერო ლამაზმანი უყვარდება, რომელიც მის ცხოვრებას ნამდვილ კატასტროფად გადააქცევს...
დასახელება: დიდი ბაკ ჰოვარდი ჟანრი: კომედია, წელი: 2008 პროდიუსერი: შონ მაკგინლი ენა: რუსული როლებში: კოლინ ჰენკსი, ჯონ მალკოვიჩი, ბ.ჯ.ჰენდრიკსი, ტომ არნოლდი, ჟაკი ბარნბრუკი, ტომ ჰენკსი
მოკლე შინაარსი: ფილმის გმირს დიდი სურვილი უჩნდება სცენის "ჯადოქრის" მოსწავლე გახდეს, მაგრამ ამის გამო საკუთარ მშობელთან უსიამოვნებები მოსდის. მამას სულაც არ მოსწონს შვილის ახალი პროფესია... (V)
მოკლე შინაარსი: ფილმი ობოლი ბიჭის შესახებ, რომელიც საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელმა აიყვანა... ფანგ შიჯის ტემპერამენტული ხასიათის გამო კუნგ-ფუს სკოლიდან აგდებენ... მის ტალანტს ვანგ ჟოუ ამჩნევს და კალათბურთის თამაშს სთავაზობს.
დასახელება: სუპერძმები ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო, კომედია, ფანტასტიკა, წელი: 1993 პროდიუსერი: ანაბელ იანკელი, როკი მორტონი ენა: რუსული როლებში: ბობ ჰოსკინსი, დენის ჰოპერი, ჯონ ლეგუიზამო, ფაიონა შოუ
მოკლე შინაარსი: ორმა ძმამ - მაროი მარიომ და ლუიჯი მარიომ, შემთხვევით საერთოდ ახალი გამზომილება აღმოაჩინეს. ეს მიწისქვეშა სამყაროა, რომელსაც სასტიკი ტირანი მართავს, სახელად - კუპა. ქალაქი დასახლებულია ადამიანი-ხვლიკებით, რომლებიც დინოზავრების პირდაპირი შთამომავლები არიან.
დასახელება: გოგონა, რომელმაც დრო დაამარცხა ჟანრი: ანიმაციური, კომედია, მელოდრამა, წელი: 2006 პროდიუსერი: მამორუ ჰოსოდა ენა: რუსული როლებში:
მოკლე შინაარსი: რას მოიმოქმედებდით თუკი აღმოაჩენდით, რომ დროში გადაადგილება შეგიძლიათ? მაკიტი კონო სკოლის ნიშნების გამოსწორებით და რთული ურთიერთობების მოგვარებით იწყებს... მაგრამ სულ მალე ხვდება - იმისათვის, რომ თავისი ცხოვრება მოაგვაროს და ახლობლების მომავალს იმედი შთაბეროს, გაცილებით მეტი რამ არის საჭირო, ვიდრე დროის ძალაუფლება... (V)
მოკლე შინაარსი: ოცწლიანი განშორების შემდეგ ჯეკი სახლში ბრუნდება, რათა ძმას გაბედნიერება მიულოცოს. თუმცა, განშორება მათ შორის არსებულ არასასიამოვნო ურთიერთობაზე დადებითად არ ასახულა. ძმების შეხვედრა, ჯეკის სიყვარული და ძმის ცოლი... ეს ყველაფერი ტრაგიკულ ფინალამდე მიდის...
დასახელება: საყვარელი დედამთილი ჟანრი: კომედია, წელი: 1999 პროდიუსერი: გაბრიელ აგიონი ენა: რუსული როლებში: კატრინ დენევი, ვენსან ლინდონი, მატილდა სენე, ლაინ რენო
მოკლე შინაარსი: ანტუანი დიდხანს ინარჩუნებდა უცოლოს სტატუსს. ზოგი ასაკობრივად არ შეეფერებოდა, ზოგს ზედმეტი სექსუალურობის გამო იწუნებდა, ზოგი კი ვიზუალურად არ აკმაყოფილებდა. მაგრამ როგორც იქნა გამოჩნდა ის ერთადერთი: ელეგანტური, მომხიბვლელი და ა.შ. თანაც მისგან ბავშვს ელოდება.